ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი
Vკლასი
სახელი
______________ გვარი_________________________
1. / რომელია კუმშვად-კვეცადი
სახელი?
A. მანქანა B. ტომარა C მედია D. ჩაიდანი
A. დავით აღმაშენებელს B. ნანა დედოფალს C. რუსუდან დედოფალს
D. თამარ დედოფალს
3. / იპოვეთ შეცდომა
A. გალაკტიონ ტაბიძის ლექსები ძალიან მიყვარს.
B. დავით სარაჯიშვილის სახლს დღეს "მწერლის სახლი" ჰქვია.
C. მე გიორგი ლეონიძის ქუჩაზე გავიზარდე.
D. ილია ჭავჭავაძეს შემოქმედება ყოველთვის აქტუალურია.
4. / რომელია კრებითი სახელი?
A. თეატრი B. დასი C. ცეკვა D. მოცეკვავე 6.
5. / ჩამოთვლილთაგან რომელი
არ წარმოადგენს პროზაულ ნაწარმოებს?
A. მოთხრობა. B. რომანი. C. პოემა D. ნოველა
6./ ქანცგაწყვეტილი, ანუ:
A. იმედგაცრუებული; B. მძინარე; C. აღშფოთებული;
D. დაღლილი
7./ რომელია ზედსართავი
სახელი წინადადებაში? - "დაბნეული გოგონა ფრთხილად ცდილობდა გავლას".
A. ცდილობდა; B. ფრთხილად; C. გოგონა; D. დაბნეული.
8 / რომელია ჩამოთვლილთაგან ნაცვალსახელი?
A. ძმობა B. ქაოსი C. ვიღაც D. ციმციმა
9./ იპოვე ზედსართავი სახელი
წინადადებაში: არაფერი გამოვა ამ გამხმარი ხისგან.
A. გამოვა; B. გამხმარი; C. არაფერი;
D. ხისგან
10. / რომელი სიტყვაა
"ზანტის" სინონიმი:
A. ნელი B. ზაქი C. ზღმარტლი
D. მარდი
11./ აკაკი წერეთელი დაიბადა
სხვიტორში.
A. სწორია B. არასწორია
12/ ილია ჭავჭავაძე დაიბადა
სავანეში.
A. სწორია B. არასწორია
13./ რა არის ლავრა?
A. განძი; B. ოქრო; C. ადამიანის სახელი; D. მამათა მონასტერი. 14./ განმარტეთ სიტყვა "ნიადაგ" წინადადებაში „„ნიადაგ ასე ყოფილა,
დიდთან პატარას როდი გასულია მართალი“
A. შიგ, შიგა ; B. ყოველთვის;
C. ნიადაგი; D. ვაკე ადგილი
15./ მოცემული სიტყვებიდან
რომელია უკვეცელი სახელი: მსხალი, ქვეყანა, კაფე, და?
A. კაფე B. ქვეყანა C.
და; D. მსხალი
16./ რას ნიშნავს მიწამ
პირი უყო:
A. დაიკარგა; B. გატყდა;
C. დაძველდა; D. მიწამ დაფარა
17./ ყურადღებით წაიკითხეთ
მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „არწივი“: „წარსულისა და მომავლის მოგონებამ
აუჩუყა არწივს გული, ვეღარ შეიმაგრა თავი და თვალთაგან ცრემლმა გადმოჰხეთქა. მთელი
ღამე ასე ვაებით გაატარა. არწივის ცრემლების მოწამე მხოლოდ სალი კლდე იყო და სხვა არავინ.
არც უნდოდა სხვას ვისმე ენახა იგი მტირალი და კლდისა კი არ ეშინოდა, რადგან არავის
ეტყოდა..."
არწივის რა თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში?
A. თავშეკავება; B. სასოწარკვეთა; C. ქედმაღლობა
D. შეუბრალებლობა
18./ ყურადღებით წაიკითხეთ
მონაკვეთი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან: „ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი
ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო“. რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ამ მონაკვეთში?
A. ეპითეტი; B. მეტაფორა; C.შედარება D. გაპიროვნება
19. /ენაში არსებულ სიტყვათა
მარაგს ეწოდება:
A. ლექსიკა; B მიმიკა; C სინტაქსი
20./ წინადადებაში ჩასვით სინონიმები: ტიტველი თუ შიშველი?
A. ფეხშეუმოსავი
ბავშვი არის -------------------------------------------------------- .
B. უწვერული
ახალგაზრდა არის ----------------------------------------------------.
ძალიან საინტერესო და სახალისოა :)
ОтветитьУдалить